თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეიზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი პროფილაქტიკურ-ტექნიკური სამუშაოებია.
გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ბარალეთისა და ფოცხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონისა და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, თაყაიშვილის, გახოკიძისა და კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წავკისის, ამაღლების, ავთანდილისა და ბოლო აღმართის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, ტაბახმელასა (ნაწილობრივ) და შინდისის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, რომის, სუნდუკიანისა და მაზნიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:40 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ბახტრიონის, ცინცაძის, კოსტავას, მიცკევიჩისა და ბაგრატიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, გურიელის, დელისისა და გაზაფხულის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.