ზუგდიდში ავტონაწილების მაღაზია გაქურდეს

ზუგდიდში ავტონაწილების მაღაზია “ინტერ ავტო” გაქურდეს. როგორც მაღაზიის მენეჯერმა “კვირას” დღეს დილით განუცხადა, ადგილზე მოსულებს მაღაზიის კარი ჩამტვრეული დახვდათ.
“გუშინ არ ვმუშაობდით. დღეს მაღაზიის კარი ჩამტვრეული დაგვხდა. ფული და ავტონაწილებია წაღებული. ჯერჯერობით, რაოდენობა ზუსტად არ ვიცით, აღწერას ვაკეთებთ”,- განაცხადა მიხეილ პაჭკორიამ.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები