დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით,
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლიბანის, ბარალეთისა და ფოცხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის IV მიკრორაიონისა და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, თაყაიშვილის, გახოკიძისა და კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წავკისის, ამაღლების, ავთანდილისა და ბოლო აღმართის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი წავკისის, ტაბახმელისა (ნაწილობრივ) და შინდისის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, რომის, სუნდუკიანისა და მაზნიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:40 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყალტუბოს ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საბურთალოს, ბახტრიონის, ცინცაძის, კოსტავას, მიცკევიჩისა და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შალვა ნუცუბიძის, გურიელის, დელისისა და გაზაფხულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.