გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. გიორგი პატარიძე N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა და არასრულწლოვან მსჯავდებულებს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი სააღდგომო ნობათი გადასცა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თქმით, არასრულწლოვანი პატიმრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს.
სააღდგომო ნობათი საქართველოს საპატრიარქოსგან N8 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულმა არასრუწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა, ასევე N5 (ქალთა) დაწესებულების პატიმრებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები