ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე გიორგი შენგელიამ ზუგდიდელ სპორტსმენებს უგულშემატკივრა

ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე „კოლხეთის თასი 2019″ზუგდიდელ ახალგაზრდა სპორტსმენებს ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ უგულშემატკივრა.

ტურნირი დღეს გაიმართა და ზუგდიდმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

სულ შეჯიბრში 20 გუნდი მონაწილოებდა, აქედან 16 საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, დანარჩენი კი ყაზახეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან იყო წარმოდგენილი.

ტურნირს ოლიმპიური ჩემპიონი ზვიად ზვიადაური, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი, ჩვენი თანაქალაქელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათანბეგაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები