თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის -„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ორგანიზებით განხორციელდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დელეგაციის შემადგენლობაში ომბუდსმენი, წამების პრევენციის ეროვნული ცენტრისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ.
დელეგაციის წევრებმა თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
სტუმრებმა ყურადღება იზოლატორში მოთავსებულ პირთა 24-საათიან სამედიცინო მომსახურებასა და იზოლატორში მომუშავე ექიმების მიერ სტამბოლის ოქმის მიხედვით, დაზიანებების დოკუმენტირების მიმართულებებზე გაამახვილეს.
დელეგაციის წევრებმა იზოლატორში ფსიქოლოგის მომსახურების არსებობა მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნიეს. ვიზიტის შეფასებისას კი აღნიშნეს, რომ იზოლატორში არსებული პირობები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები