მიხეილ სააკაშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე არსებულ საცობებს ეხმაურება (ვიდეო)

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისი- სენაკი – ლესელიძის ავტომაგისტრალზე არსებულ საცობებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
როგორც სააკაშვილი აცხადებს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ავტობანის პროექტი 2014 წელს უნდა დასრულებულიყო და მარშრუტის დრო მინიმუმ 2 საათით შემცირდებოდა.
„რამდენიმე კილომეტრიანი საცობია თბილისის გასასვლელიდან. ხალხს საათობით უწევს მტვერში დგომა. ეს მაშინ, როცა ჩვენი პროექტის გათვალისწინებით, ავტობანი დასრულებული უნდა ყოფილიყო უკვე 2014 წელს და დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა მინიმუმ 2 საათით უნდა შემცირებულიყო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები