ქუთაისში, მარი ბროსეს ქუჩაზე ისტორიულ უბანში ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღკვეთილია

ქუთაისში, მარი ბროსეს ქუჩაზე ​მეხანძრე-მაშველებმა ისტორიულ უბანში ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღკვეთეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად დაზიანდა მხოლოდ 5 მ2 ფართობი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები