საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა

„საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაასრულდა და წევრობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, – ამის შესახებ „კვირას“ „საპენსიო სააგენტოში“ განუცხადეს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ვაკანსია 100-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო.
„საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაასრულდა. საბჭოს შესარჩევი კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება და აპლიკაციებს განიხილავს. საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული ვაკანსია 100-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო, როგორც საქართველოდან, ისე – უცხოეთიდან,“ – განუცხდეს „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურში.
ცნობისთვის, საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, რის შემდეგაც დამტკიცდება უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.
საინვესტიციო საბჭოს სამი წევრი აირჩევა ხუთი წლის ვადით, ხოლო ორი წევრის ვადა კი სამ წელს შეადგენს. ასევე პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტი, რომელიც სამი წევრისგან შედგება.
საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრები არიან: აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ივანე მაჭავარიანი, დავით სერგეენკო, ზურაბ ლალაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო ფონდში 175 მილიონ ლარზე მეტია აკუმულირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები