ლეილა აბდულაევა: აზერბაიჯანი ყოველთვის იყო მომხრე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემილიტარიზაციისა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ლეილა აბდულაევას განცხადებით, აზერბაიჯანი ყოველთვის იყო მომხრე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემილიტარიზაციისა. მან კომენტარი გააკეთა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო.
“სახელმწიფო საზღვრის დემილიტარიზაციის საკითხი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი , არსებული ფორმატის ფარგლებში წყდება, რომელიც დაფუძნებულია არსებულ ორმხრივ პრაქტიკებზე მსგავსი საკითხის მოგვარების სფეროში . აზერბაიჯანი ყოველთვის იყო მომხრე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტიზაციისა. აზერბაიჯანი მზადაა, მალევე დაასრულოს ეს პროცესი”, – განაცხადა პრესმდი ანმა.