ხაშურში სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისიდან ონის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს ხაშურში ცეცხლი გაუჩნდა.
ინციდენტისას მიკროავტობუსში მძღოლთან ერთად მგზავრებიც იმყოფებოდნენ. მათ სატრანსპორტო საშუალება დატოვეს.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილი ჰქონდა დაკვამლიანებს, მეხანძრე-მაშველებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. ​
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტორი: ქეთი ტაბატაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები