გუდამაყრის ხეობაში ხანძარია
გუდამაყრის ხეობაში ხანძარია. ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
ადგილზე 15- ზე მეტი მეხანძრე-მაშველი სპეციალური აღჭურვილობით მუშაობს.
“ურთულესი რელიეფია. რელიეფის გამო ვერ ხერხდება ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეყვანა ადგილამდე, ადგილზე ასევე არის ცოცხალი ძალა და სიტუაცია კონტროლდება”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.