ბათუმის ბულვარში ტურისტი ელექტრომობილით კიბეზე დაგორდა

0

ახალ ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 წლის ტურისტი ქალი ელექტრომობილით სეირნობისას კიბეზე დაგორდა და დაზიანდა.
„ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარში ტურისტთა ელექტრომობილით დაზიანების ფაქტები გახშირებულია. რამდენიმე დღის წინ ორი უცხოელი ტურისტის დაზიანების შემდეგ, დღეს კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალ ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 წლის ტურისტი ქალბატონი ელექტრომობილით სეირნობისას კიბეზე დაგორდა და დაზიანდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალბატონი ჭრილობის ზედაპირული დამუშავებისათვის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა“,- აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.
ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ელექტრომობილით 3 ადამიანია დაშავებული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ელექტრომობილით დაზიანების 51 შემთხვევაა დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესი 1-ელი მაისიდან ამოქმედდება. ბულვარის ინიციატივას საკრებულომ მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი