ილია მეორე: მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის (ფოტოკოლაჟი)

0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურების შესრულების შემდეგ იქადაგა. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.
„დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღეა, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და, მათ შორის, აზიარა იუდა ისკარიოტელი. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელი ზიარების შემდეგ გამოვიდა და გასცა მაცხოვარი. იმას რომ წმინდა ზიარების მიღებისათვის მადლობა შეეწირა მაცხოვრისათვის, ის ვეღარ გასცემდა. ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში.
​ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, რასაც ჩვენ ვთხოულობთ, ის არის მწუხრზე, ცისკარსა და წირვაზე, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის და, აი, დღეს, როცა ჩვენ ვეზიარეთ წმინდათა საიდუმლოთა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს“, – ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი სრულდება.

კომენტარები

კომენტარი