შემსრულებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია საავტორო უფლებათა ასოციაციას მხარდაჭერას უცხადებს

0

შემსრულებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია – SCAPR-ი საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და საავტორო უფლებათა ასოციაციას მხარდაჭერას უცხადებს.
SCAPR-ი მსოფლიოს მასშტაბით 60 ორგანიზაციას აერთიანებს და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაც მისი წევრია.
“კვირა” აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“SCAPR – შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო
ბატონ გიგა კობალაძეს
თავმჯდომარე
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA)
კოსტავას 63
0171 თბილისი
საქართველო
ბრუსელი, 24 აპრილი, 2019
SCAPR-ის მხარდამჭერი წერილი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას (GCA)
ძვირფასო ბატონო კობალაძე, იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ და დავიცვათ თქვენი ორგანიზაცია, მოხარულები ვართ უზრუნველყოთ ქვემორე განცხადებით.
SCAPR-ი, შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო, რომელიც დაარსდა 1986 წელს და მისი ადგილმდებარეობაა ქალაქი ბრუსელი, ბელგია, წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას შემსრულებელთა უფლებების მმართველი ორგანიზაციებისათვის. ჩვენი წევრები წარმოადგენენ მილიონზე მეტ შემსრულებლებს (მომღერლებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, დირიჟორებს, მოცეკვავეებს) მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებიდან. SCAPR-ი წარმოადგენს 60 კოლექტიური მართვის ორგანიზაციას 45 ქვეყნიდან, მათ შორის და არა მხოლოდ: დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, რუსეთი, ბრაზილია, იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია და ბევრი სხვა.
მოხარულები ვიყავით, მიგვეღო GCA-ს მიმართვა SCAPR-ის წევრად გახდომაზე 2015 წლის მაისში. გაწევრიანების პროცესში და ყველა შემსრულებლის სასარგებლოდ რომლებსაც ჩვენი წევრები წარმოადგენენ, თქვენ შეძელით მოგეხდინათ დემონსტრირება, რომ თქვენი ორგანიზაცია აკმაყოფილებს SCAPR-ის ყველა აუცილებელ პირობას:
-შემსრულებელთა სასარგებლოდ უფლებების მართვა მინიჭებულია კანონით ან ამ უფლებების გადაცემით;
-ორგანიზაციის ფლობა და მართვა წევრების მიერ;
-არაკომერციული ორგანიზაციული მოწყობის ფორმით ფუნქციონირება;
-პირდაპირ ან არაპირდაპირ ლიცენზიის გაცემა შემსრულებლების უფლებებზე და/ან შემსრულებლებისთვის კოლექტიურად ჰონორარის შეგროვება;
-გაფორმება და იმპლემენტირება შემსრულებელთა ჰონორარის ურთიერთგაცვლის შესახებ ხელშეკრულებებისა სხვა ქვეყნების კოლექტიურ ორგანიზაციებთან ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებების ფორმით.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თქვენმა ორგანიზაციამ გაზარდა ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებების რიცხვი და ღრმად ჩაერთო ჩვენი საზოგადოების საქმიანობაში შემსრულებელთა უფლებების სასარგებლოდ.
გარდა ამისა, თქვენ ახლახან შეუერთდით ჩვენს IPD-ის მონაცემთა ბაზას (შემსრულებელთა საერთაშორისო ბაზა), რომელიც წარმოადგენს უნიკალურ კომპეტენტურ წყაროს შემსრულებელთა და მათი მანდატის დიფერენცირებისათვის, რაც მათ მიანიჭეს შესაბამისი ჰონორარის შესაგროვებლად.
გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ რეგულარული პროგრესისთვის და საერთაშორისო კოლექტიური მმართველობის შესაბამისობაში მოქმედებისათვის.
თქვენ შეშფოთება გამოხატეთ ბოლო დროს ახალი ორგანიზაციის შექმნის გამო, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და საქართველოს საავტორო კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობს, ცდილობს მიითვისოს ის ფუნქციები რაც GCA-ს აქვს. ქვეყნის კანონმდებლობისა და რეგულაციების პატივისცემის არ ქონა SCAPR-ისა და მისი წევრების ნორმათა კოდექსს ეწინააღმდეგება და ჩვენ გვსურს, მხარი დაგიჭიროთ ამ საკითხში.
ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერის წერილი დაგეხმარებათ იმ როლის დაცვისთვის, რაც მონიჭებული აქვს თქვენს ორგანიზაციას შემსრულებელთა უფლებების დაცვისათვის.
პატივისცემით
​ბატონი ეანა ქეისი
SCAPR-ის გამგეობის თავმჯდომარე
​ბატონი რემი დესროზიერსი
SCAPR-ის მმართველი დირექტორი”,-ნათქვამია შემსრულებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ წერილში.

კომენტარები

კომენტარი