ზაზა გაბუნია თემქაზე მოსახლეობას შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი – ზაზა გაბუნია მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დეპუტატმა მოსახლეობას 3 მაისს გასამართ დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული ფორუმი ზაზა გაბუნიას ინიციატივით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაიმართება.
“ხალხს რაც ყველაზე მეტად სჭირდება, ეს დასაქმებაა. არსებობს ამისთვის სახელმწიფო პროგრამები და ჩვენ შევევდებით, 3 მაისს გასამართ ფორუმზე სამსახურის მაძიებლები დამსაქმებლებს დავაკავშიროთ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შესაბამისი დეპარტამენტის მონაწილეობით“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ცნობისთვის, დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობის მიღება თემქისა და სანზონის მოსახლეობასა და, ასევე, დასაქმების ყველა მსურველს შეეძლება, 3 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი