დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი, ილია წულაია სააღდგომო საჩუქრებს არიგებს

0

აღდგომის დღესასწულამდე თბილისის 2000-მდე ოჯახს სააღდგომო საჩუქარი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია წულაიას ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე“ გავრცელდა.
„ილია წულაიამ დიდუბის საარჩევნო ოლქში მცხოვრებ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო სურსათი პირადად გადასცა. პირველ დღეს სააღდგომო კალათა 800 ოჯახს გადაეცა. სააღდგომო ნობათის გადაცემა მომდევნო დღეებშიც უწყვეტად გაგრძელდება და ეს რიცხვი აღდგომის დღესასწაულამდე 2000-ს მიაღწევს.
თუ რომელიმე სოციალურად დაუცველი ან დევნილი ოჯახი ვერ მოხვდით ჩვენს სიაში, ნუ იდარდებთ, უბალოდ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 555 96 97 00 და აუცილებლად გადმოგცემთ სააღდგომო ნობათს“, – წერია ილია წულაიას „ფეიბუქგვერდზე“.

კომენტარები

კომენტარი