შინდისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნები დაშავდნენ
გორი-ნიქოზის საავტომობილო გზაზე, სოფელ შინდისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 4 არასრულწლოვანი, ერთი კი მძღოლია.
მათ სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ.
არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს გორში გადაჰყავთ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.