ახალდაბაში 70-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

0

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, სატელევიზიო ანძის მიმდებარედ, 70-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. პირველად დათვალიერების შედეგად, მამაკაცს ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი