აკაკი ბობოხიძე: “ნაცმოძრაობამ” შუალედური არჩევნებისთვის მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია

0

ოპოზიციონერი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია. მან “ევროპული საქართველოს” ამომრჩეველს მოუწოდა, რომ სრულად დაუჭიროს მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს.
„საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს ამოცანა განხორციელებადია. სწორედ ამის გამო, აუცილებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული მუშაობა. ამ მიზნით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით მივმართეთ და შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ 7 საარჩევნო ოლქსა და „ევროპული საქართველოს“ 6 საარჩევნო ოლქში შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მარნეულსა და ჭიათურაში შეთანხმება დაარღვია.
“ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველს მოვუწოდებთ, სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კომენტარები

კომენტარი