დღეს დიდი ხუთშაბათია

0

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

ტაძრებში დღეს დიდი ხუთშაბათის მსახურება, ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 12 მღვდელს ფეხს დაბანს.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა, ასევე, მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება – 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ.

კომენტარები

კომენტარი