რეგიონებში ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგსა და ზედაპირულ წყალში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი გრძელდება

0

რეგიონებში ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგსა და ზედაპირულ წყალში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი გრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებში აფართოებს.

როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სპეციალისტები თერჯოლის მუნიციპალიტეტის N1 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები აიღეს.
ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდა.
აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას. გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგს თბილისსა და რეგიონებში აგრძელებს.

საქართველოს მასშტაბით შერჩეულ ლოკაციებზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯების აღება მიმდინარეობს.
მიღებული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი