საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით 30-მდე ზარი შევიდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით 30-მდე ზარი თბილისიდან, ძირითადად, საბურავების დაწვის ფაქტზე შევიდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება რეგიონებიდან არ შესულა.
მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაზე მოხდა რეაგირება და ცეცხლი ჩააქრეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ბავშვებიც მონაწილეობდნენ.