თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

0
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
“გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ალექსანდრე წერეთელის, კუპატაძის, ლაზოს, შუშის, ტაძრის, წყალსადენის, დავით სარაჯიშვილის, მონასტრის, გელა ჭედიასა და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, თიანეთის, ხევძმარის, ხიზაბავრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩისა და აკაკი ვასაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, იაკობ ხვედელიანის, ბესარიონ ქებურიას, აეროპორტის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთისა და იუმაშევის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, ბოცვაძისა და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შხეფის და მესხის ქუჩების მცხოვრებლებს, 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისისა და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში, 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის მთის, მახათას მთის, ახუთის, პეტრე ბაგრატიონის, თამარაშენის, ჩეჩელაშვილის, გუმათის, პაატა სააკაძის, დავითაშვილის, მნათობის, ხუდადოვის, მახათისა და ზეთისხილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილისა და მოსაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა ნუცუბიძის, თამაზ ნადარეიშვილის, კამანის, გაზაფხულის, ინტენსიფიკაციისა და იოველ ჯებაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი