სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

0

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტელეკომპანია “პირველთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სატელევიზიო არხები შეუფერხებლად მაუწყებლობს, მათ შორის იყო ტელეკომპანია “პირველი”, რომელიც სატელევიზო თანამგზავრიდან “Azerspace 46 გრადუსი” მაუწყებლობდა, თუმცა არხის მაუწყებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე წლის 17 აპრილს გაითიშა, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან დამოუკიდებლად მოხდა.

აღნიშნული ხარვეზის დაფიქსირების შემდეგ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 18 აპრილს წერილით მიმართა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტოს და ითხოვა უმოკლეს ვადაში პასუხის მიღება იმაზე, თუ როდის აღდგება ტელეკომპანიის მაუწყებლობა, თუმცა ამ დრომდე ტელეკომანიისგან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არანაირი განმარტება არ მიუღია არც არხის გათიშვის მიზეზის და არც მაუწყებლობის აღდგენის ვადასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი