24 აპრილი – დღე ლიფტის გარეშე

0

წელს საქართველო პირველად შეუერთდა სპორტისა და კულტურის საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივას – “დღე ლიფტის გარეშე”.

აღნიშნულ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები უარს ამბობენ ლიფტისა და ესკალატორის გამოყენებაზე და სარგებლობენ კიბეებით.

საქართველოში ამ დღის აღნიშვნის ინიციატორები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია “სპორტი ყველასათვის”. ინიციატივას აქტიურად შეუერთდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

ინიციატივის მიზანია წაახალისოს ფიზიკური აქტივობა. ლიფტის ნაცვლად კიბის გამოყენება არის ერთ-ერთი უმარტივესი გზა იმისთვის, რომ ფიზიკურად უფრო მეტად გავაქტიურდეთ და ვუბიძგოთ ადამიანებს ყოველდღიურობის შეცვლისკენ.

“დღე ლიფტის გარეშე” 2015 წლიდან აღინიშნება, ხოლო 2019 წელს მსოფლიოს 40 ქვეყანაში აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი