თბილისის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს – მგზავრებს უკან აბრუნებენ

0

თბილისის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს. მეტროსადგურებში აცხადებენ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, ახმეტელი-ვარკეთილის მიმართულებით მეტრო არ მუშაობს.

ჯერჯერობით უცნობია შეფერხების ტექნიკური მიზეზები. მეტროს თანამშრომლები მზგავრებს ურჩევენ, რომ ალტერნატიული ტრანსპორტით ისარგებლონ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეფერხება მეტროსადგურ გოცირიძეზე სადენის დაზიანებამ გამოიწვია. უცნობია როდის აღდგება მოძრაობა პირველ ხაზზე.

მეტროში მგზავრობის მსურველებს უკან აბრუნებენ, რადგან ამ წუთებში “ვაგზლის მოედანზე” ცარიელი ვაგონები არის გაჩერებული.

კომენტარები

კომენტარი