პანკისის ხეობის მცხოვრები: მოვიდნენ და გვკითხონ, რაც აინტერესებთ, არცერთ კითხვაზე არ ვიხევთ უკან
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ადგილობრივების სახალხო კრება მიმდინარეობს. მათ სამომავლო გეგმები უნდა დასახონ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თუ სამართალდამცველები კვირას მომხდარ ინციდენტში მონაწილეების დაკავებას დაიწყებენ, ხეობის მოსახლეობა ერთად დადგება.
“პანკისი ერთად დგას. თუ ვინმეს დაჭერას აპირებენ, მთელი პანკისი აქ ვართ. მოვიდნენ და გვკითხონ, რაც აინტერესებთ, არცერთ კითხვაზე ვიხევთ უკან. რაც დაზიანდა, თავად აანაზღაურონ კომპანიის მფლობელებმა. ვითომ მოსალაპარაკებლად რომ მოდიოდნენ, რამდენიმე ადამიანს ხვდებოდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. რატომ მოსახლეობას არ გვკითხეს, რას ვფიქრობდით? თვითონ აანაზღაურონ ის დამწვარი მანქანებიცა და ტექნიკაც”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ზაურ ბაღაკაშვილმა.