გრიგოლ გეგელია ბავშვთა საგანგებო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, გრიგოლ გეგელია ბავშვთა საგანგებო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ გეგელიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ გვაქვს შემზარავი სტატისტიკა: საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს; 6,8 % ქართველი ბავშვებისა ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში და 28 % სიღარიბის ზღვარს ქვევით. ეს არის ეროვნული კრიზისის სიტუაცია, როცა მთელი რიგი ადამიანები არ ვითარდებიან ადეკვატურად. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანები სტაბილურ გარემოში ადეკვატურად განვითარდნენ.
ქვეყანა კრიზისული მართვის რეჟიმში უნდა გადავიდეს. ჩვენ შემოგვაქვს იდეა, რომ გაკეთდეს ბავშვთა საგანგებო ფონდი, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას ბავშვთა შორის შიმშილის პრობლემა. მრავალი წელია, UNICEF-ი გვაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს.
გვაქვს იდეა, რომ უსაფუძვლო, ფუჭი ხარჯებით შეივსოს ბავშვთა საგანგებო ფონდი, რომელიც მოემსახურება იმას, რომ არცერთი ქართველი ბავშვი შიმშილობდეს. ქართულ სახელმწიფოს არაერთი მიმართულებით აქვს არასწორი, არაადეკვატური ხარჯები. აქედან უმთავრესი, რომელსაც ერთერთ არასწორ ხარჯად მივიჩნევთ, არის სახელმწიფო ავტოპარკის ხარჯები. გვინდა, სახელმწიფოს მოვუწოდოთ, რადიკალურად შეკვეცოს – თითქმის ნულამდე დაიყვანოს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მანქანები“, – განაცხადა გეგელიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები