საქართველოს პატიმრებს „გუდვილი“ სააღდგომო ნობათით დაასაჩუქრებს

„გუდვილი” სააღდგომო პასკასა და წითელ კვერცხს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის თხუთმეტივე პენიტენციურ დაწესებულებაში გაგზავნის.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, “გუდვილი” სააღდგომო ნობათის გაგზავნას მიმდინარე კვირის შაბათიდან დაიწყებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და პატიმრების სახელით მადლობას უხდის კომპანიას მსგავსი ძღვენისათვის, მით უმეტეს, რომ წარსულში სააღდგომოდ მუდამ არსებობდა პასკისა და წითელი კვერცხის ყველა პატიმრისათვის მიწოდების პრობლემა“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
აღსანიშნია, რომ ,დღეის მდგომარეობით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 907 თავისუფლებააღკვეთილი პირია, რომელთაგან 7 928 მსჯავრდებულია.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები