აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება. მისივე თქმით, ავტობუსების რვა დამატებითი მარშრუტი შემუშავდა, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. „აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილის ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მეტროს მომსახურება უფასო იქნება. ეს მეტროსადგურებია – ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები. სულ რვა მარშრუტია. 28 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო“, – განაცხადა მუმლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები