ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტი მოწესრიგდება

0

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტი მოწესრიგდება. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ არაერთმა მოქალაქემ მისწერა თბილისის მერიას.
კალაძის განცხადებით, გამარჯვებული კომპანიაც ცნობილია და უახლოეს დღეებში მოსაწესრიგებელი სამუშაოები დაიწყება.
„ვაჟა-ფშაველას #83-ის მიმდებარედ მეტროს 50-ე შახტი პირდაპირ გზის სავალ ნაწილზეა, რაც მოსაწესრიგებელია. ის შემოღობილია რკინის ჯებირებით და პირდაპირ გზაზეა. ავტომობილებს ავლა უწევთ და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება შეუძლებელია. ჩემი თხოვნა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს საკითხი.
ეს არის მეტროს გამნიავებელი და ისე გავაკეთოთ, რომ ავტომობილების გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს და ფეხით მოსიარულეთათვის პრობლემა არ იყოს გადაადგილება. ტენდერი გამოცხადებულია, გამარჯვებული კომპანიაც გვყავს და უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოების განხორციელება. მინდა, ვუთხრა საბურთალოს მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გზით სარგებლობს, ეს პრობლემა იქნება მოგვარებული.
​ჩვენ ვახდენთ რეაგირებას და ვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს დედაქალაქსა და დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი