ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. პროკურატურამ ჯიბღაშვილისთვის გირაოს სახით 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა, სასამართლომ კი მას 10-ათასიანი გირაო შეუფარდა.
„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, წარმოუდგენლად რთული ორი დღე გავიარე, ბოდიში ჩემს ოჯახს და საზოგადოებას. მადლობა ჟურნალისტებს ობიექტურობისთვის”, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.
როგორც სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობის ერთ-ერთი მოტივი ბრალის აღიარებაა.
წინასასამართლო სხდომა 4 ივნისს 15:00 საათზე გაიმართება. ჯიბღაშვილმა გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. მას  ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები