სასამართლო ლევან ჯიბღაშვილის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოტიკების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვაში ბრალდებულის, ლევან ჯიბღაშვილის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს დღეს განიხილავს.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლო სხდომა 19:00 საათზე დაიწყება.
ცნობისათვის, ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს პროკურატურამ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით ბრალი დღეს წარუდგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა გუშინწინ საღამოს დააკავეს.
როგორც ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნარკოტიკები ნამდვილად მსახიობის მანქანიდან ამოიღეს, თუმცა აკრძალული ნივთიერება მისი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები