ადვოკატი: ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლევან ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკული საშუალებაა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მსახიობსა და ბიზნესმენს, ლევან ჯიბღაშვილს ბრალს ამ წუთებში აცნობენ.
როგორც ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნარკოტიკები ნამდვილად მსახიობის მანქანიდან ამოიღეს, თუმცა აკრძალული ნივთიერება მისი არ ყოფილა.
„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მანქანიდან ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკული საშუალებაა“, – განაცხადა ადვოკატმა
თუმცა, რა რაოდენობის ნარკოტიკულ ნივთიერებაზეა საუბარი, ადვოკატი არ ამბობს.
მისი თქმით, ჯიბღაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი, ლევან ჯიბღაშვილი გუშინწინ საღამოს დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები