კახა კალაძე: პანკისში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა, რაც ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც მან განაცხადა, მისი მინისტრობის პერიოდში ბევრი პროექტი განხორციელდა პანკისში და ყოველთვის კარგი დამოკიდებულება არსებობდა. ამიტომ, კალაძის თქმით, რაც ვნახეთ, მიუღებელია და კანონის შესაბამისად ყველამ პასუხი უნდა აგოს.
„ძალის რომელ გადამეტებაზე ვლაპარაკობთ. ის, რაც ვნახეთ, იქ კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, კანონის შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება. სამწუხარო არის ის, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ჩემი მინისტრობის დროს ბევრი პროექტი განვახორციელეთ პანკისის ხეობაში. იყო გაზიფიცირების სამუშაოები, ელექტროფიცირება, ინდივიდური მრიცხველების დამონტაჟება; იყო სოფლები, სადაც, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, პრობლემები იყო. ყოველთვის, როცა ჩავდიოდით და ამ პროექტებს ვახორციელებდით, ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა – სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული. შესაბამისად, ის განწყობა და დამოკიდებულება, რაც ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია და ცდება ყველაფერს. ყველა იმ ადამიანმა, ვისაც დანაშაული მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს. არავის ეპატიება პოლიციელის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები. შესაბამისად, კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები