“სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლესა და მცირეწლოვან შვილს” – ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული ს.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთს ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ მ.მ.-სა და მცირეწლოვან შვილს.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის სხვა – 2 ან მეტი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები