ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი, ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ლევან ჯიბღაშვილი თბილისში გუშინ, ღამის საათებში დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები