“ლიბერთი ბანკის” დაყაჩაღებისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებისათვის 3 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულების: გ.ხ.-ს, ა.ლ.-სა და ნ.ჯ.-ს მიმართ.
ბრალდებულებს ბრალად ედებათ ყაჩაღობის ჩადენა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
საქმე ეხება 2019 წლის 19 აპრილს ქ. თბილისში, ვარკეთილის 3, მე-III მ.რ-ში მდებარე სს. ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალის მოლარე ოპერატორებზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმას, რა დროსაც ბრალდებულებმა გაიტაცეს 20,45 ლარი.
შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებულ მტკიცებულებათა სტანდარტი და, დანაშაულებრივი საქმიანობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები