შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და ტექნიკის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი.
ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები.
ჯამურად, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის – 38 პოლიციელსა და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები