ავტოსაგზაო შემთხვევისას ფოთში 2 ადამიანი დაშავდა

ფოთში, ნანადის უბანში, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც „კვირას“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბოძი მოწყდა და იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.
,,გამოიძახეს ორი სასწრაფო ბრიგადა. ადგილზე მისვლისთანავე დაშავებულებს გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და გადავიყვანეთ ფოთის ჰოსპიტალში. ჭიშკართან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია, მეორე დაშავებულის კი – სტაბილური”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა, კესო გელენიძემ.
შსს–მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები