რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, დაკავებულია 1 პირი. მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის გოჩა ფიდიური საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ბაღში იმყოფებოდა და სავარაუდოდ, მისი დაკავება ამ დროს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები