სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სუს-ის ინფორმაციით, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობას შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები