15 აპრილი
11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ააიპ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელი გუგა ბესელია და ცენტრის დირექტორი ლევან დანელია პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ცენტრის კვლევა, რომლის თანახმადაც, მოზარდების 48% -ს ონლაინ სამორინესთან აქვს შეხება. როგორ ახერხებენ მოზარდები კანონისთვის გვერდის ავლას და აზარტულ თამაშებში მონაწილეობას. რეკომენდაციები მშობლებს.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1 .
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24