ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პატრიარქმა საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო.

„მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა“, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრის დასასრულ, კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი დალოცა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები