სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატის ამპლუაში გამსახურდიას შესახებ „პირველ ჩვენებას” ცვლის

რას ფიქრობს სანდრა ელისაბედ რულოვსი, 14 წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიაზე? ავტობიოგრაფიულ წიგნში – „იდეალისტის ნაამბობი“ საქართველოს პირველ პრეზიდენტს მან არაფორმალური ბანდიტური დაჯგუფების ლიდერი უწოდა, დღეს კი, უკვე მერობის კანდიდატის ამპლუაში, ის „პირველ ჩვენებას“ ცვლის.

ის, რაც სანდრა რულოვსს წიგნში ნათლად ჰქონდა გადმოცემული, ასე გამოიყურება:

“90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში ორი არაფორმალური ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებდა და ორივეს ძარცვასა და ტერორში ჰქონდა ხელი გასვრილი. ერთი ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა (საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც 1994 წლის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სამეგრელოში)”.

დღეს კი, ზუგდიდის მერობის კანდიდატი ხსნის, რომ გამსახურდიაზე სულაც არ არის ცუდი აზრის და რომ პირველი პრეზიდენტი უარყოფით კონტექსტში არასდროს მოუხსენიებია.

“ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში ფონი შევქმენი, აღვწერე, 90-იანი წლები როგორი იყო – რა განუკითხაობა, რა დაპირისპირება და ძარცვა იყო. ეს ყველასთვის არის ცნობილი… იქ, უბრალოდ, აღვწერე, რა სიტუაციაში მოვხვდი მე, როცა საქართველოში ჰოლანდიიდან ჩამოვედი. იქ ნამდვილად არაფერი მიწერია ზვიად გამსახურდიას შესახებ პირადად. რამდენიმე ადამიანი დავასახელე იქ, დაჯგუფებები“, – აცხადებს ზუგდიდის მერობის კანდიდატი „კვირასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები