,,დააბრალე სხვას, ის რასაც შენ სჩადიოდი“ – POSTV ნაციონალურ პროპაგანდას ანალიტიკურ ფილმში აანალიზებს

ტყუილი განსაკუთრებულად უტიფარი უნდა იყოს, რომ მასებმა ის დაიჯერონ. ათწლეულების შემდეგ, ეს მეთოდი საქართველოში კარგად აითვისეს ერთი პარტიული დაჯგუფების წევრებმა, რომლებსაც ბედის ირონიით ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.
ნაციონალურ პროპაგანდას ინტერნეტტელევიზია POSTV ანალიტიკური ფილმში – „დააბრალე სხვას, ის რასაც შენ სჩადიოდი“ აანალიზებს.
„გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი გებელსი, თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთ პრინციპად თვლიდა შემდეგს:” დააბრალე სხვას, რასაც შენ თავად სჩადიოდი.” ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორედ ეს მეთოდი გამოიყენა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დეზინფორმაციული შეტევის საწარმოებლად. რუსი კონსულტანტი შკლაროვის ხელმძღვანელობით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, საფრანგეთში გაზრდილ და იქაურ დიპლომატიურ წრეებში კარიერაგამოვლილ სალომე ზურაბიშვილს აბრალებდნენ რუსეთის აგენტობას. და ეს მაშინ როცა, თავად კანდიდატად ყავდათ საბჭოთა დიპლომატიის ჩინოსანი, მოსკოვის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის იგივე „მგიმოს“ კურსდამთავრებული გრიგოლ ვაშაძე. იმ „მგიმოსი“, რომლის გამოშვებულ დიპლომატებს პოლონეთის საგარეო უწყებიდან, მგლის ბილეთით აგდებენ, როგორც რუსეთის პოტენციურ ჯაშუშებს. შკლიაროვის ამ უტიფარ კამპანიასთან ბრძოლა, არ აღმოჩნდა იოლი და „ქართული ოცნების“ ლიდერთა მაქსიმალური მობილიზაციაც კი დაჭირდა. საბედნიეროდ სიცრუემ ვერ გაიმარჯვა, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დავიწყებია ეს მეთოდი და ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ბატალიებში ყოველთვის მიმართავს მას“ – ნათქვამია ანალიტიკურ ფილმში.
ამის სადემონსტრაციოდ ავტორს რამდენიმე ბოლოდროინდელი შემთხვევა მოჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები