ბაღების მომმარაგებელი კომპანიიდან საქონლისა და ქათმის 400 კილომდე უვარგისი ხორცი ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება გაახორციელა. ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ცნობით, შპს „სოფოს” შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
„გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა – შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა“, – აცხადებენ სეს-ში.
სეს-ის ცნობით, ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში საქონლის 164 კგ-მდე ხორცი და ქათმის 207 კგ ფილე დაილუქა, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები