აკაკი ზოიძე: ტურიზმის ინდუსტრიაში უზარმაზარი ინვესტიციები იდება ფონდ „ქართუს“ მიერ

“ტურიზმის ინდუსტრიაში უზარმაზარი ინვესტიციები იდება ფონდ „ქართუს“ მიერ, ასევე, ბევრი სხვა მიმართულებით – კულტურაზე, ხელოვნებაზე და ჩვენი ისტორიული ძეგლების აღდგენაზე აღარ ვსაუბრობ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელიც საქართველოში კინოწარმოების აღორძინებასა და დაფინანსებას ეხება.
„ნაცვლად იმისა, რომ მილიონი დოლარის ქველმოქმედების ჯეროვანი გაშუქება და დაფასება მოხდეს, პირიქით ხდება, თითქოს, ხალხის ხარჯზე გამდიდრდება და ა.შ. არის თემა კინოინდუსტრიის განვითარებაზე. ტურიზმის ინდუსტრიაში უზარმაზარი ინვესტიციები იდება ფონდ „ქართუს“ მიერ, ასევე, ბევრი სხვა მიმართულებით – კულტურაზე, ხელოვნებაზე და ჩვენი ისტორიული ძეგლების აღდგენაზე აღარ ვსაუბრობ. მნიშვნელოვანია, ჩვენ ხელი შევუწყოთ ამას. საუბარია ქართული კინოს მხარდაჭერაზე, მათ შორის არის სერიალებიც“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ცნობისთვის, “ქართუ ფონდი”, რომელიც ივანიშვილს ეკუთვნის, ქართულ ფილმებსა და სერიალებს დააფინანსებს. ამის შესახებ მან გადაცემაში “პირისპირ” საუბრისას ისაუბრა.
“ყოველთვის ვამაყობდი ჩვენი უწყვეტი კულტურით, ჩვენი იდენტობით. გვაქვს ბევრი საამაყო ფურცელი ისტორიაში და ამ მდარე სერიალებით მივდივართ იქეთ, რომ შესაძლოა, საზოგადოება დავკარგოთ. შესაბამისად, მაქსიმალურ მობილიზებას ვაკეთებთ. „ქართუ ფონდი“ დაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას და უნდა აღორძინდეს კინოწარმოება, მათ შორის – სერიალები. ჩვენ ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა – ეს მდარე სერიალები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები