თბილისში მოძრავ ავტობუსებზე მძღოლად კიდევ ექვსი ქალი იმუშავებს

„თბილისში ავტობუსებზე კიდევ ექვსი ქალი მძღოლი იმუშავებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 21-მა ქალბატონმა უკვე დადებითად გაიარა გადამზადება და „დე“ კატეგორიის მართვის მოწმობაც აიღო.
„სატრანსპორტო კომპანიაში ქალი მძღოლები შემოგვემატა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით ექვსი ქალი დაემატება. ეს გადამზადების საინტერესო პროგრამაა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ. მათი დაფინანსებით, 21-მა ქალბატონმა უკვე დადებითად გაიარა გადამზადება, „დე“ კატეგორიის მართვის მოწმობაც მიიღეს. ახალი ავტობუსებზე გვექნება შესაძლებლობა, რომ ქალბატონები მოემსახურონ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, რაც ძალიან საინტერესო და კარგია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები